ვენახები
საქართველო არის მევენახეობის უძველესი რაიონი და მეღვინეობის კლასიკური ქვეყანა. აქ თავმოყრილია ყურძნის კულტურული ჯიშების მდიდარი გენოფონდი/ლიტერატურული მონაცემებით დაახლოებით  500 ჯიში.


პრინციპით _ ხარისხი უპირველეს ყოვლისა _ ხელმძღვანელობის დროს, ჩვენი კომპანია თავიდანვე ფსონს დებდა საკუთრებაში მიწის შეძენაზე და  ეგრეთწოდებული სუფთა (ტექნიკური ჯიშების გარეშე) ვენახის გაშენებაზე. ასეთ პირობებში ყურძნის ხარისხზე კონტროლი უფრო სრულყოფილია. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყურძნის ხარისხი დროის ხანგრძლივ პერიოდში, 2000 წელს კომპანიამ შეიძინა მეურნეობა ნერგების გამოსაყვანად (სათბურები, სანერგე), რომლის გადაიარაღების შემდეგაც შესაძლებელი გახდა დაახლოებით 1.5 მილიონი ნერგის მიღება წელიწადში. ამჟამად "ქინძმარაულის მარანი” ფლობს დაახლოებით 500-მდე ჰა მიწას, რომელთაგან 435 ჰა განკუთვნილია ვენახისათვის, ხოლო დაახლოებით 40 ჰა მოდის კომუნიკაციებსა და ქარხანაზე. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქინძმარაულის მიკროზონაში საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სპეციალისტების ხელშეწყობით შეიქმნა უნიკალური ვენახი (2 ჰა), სადაც დარგულია დაახლოებით 325 ჩვენამდე მოღწეული აბორიგენული ქართული ჯიშის ყურძენი.
1. რქაწითელი
2. კახური მწვანე
3. ქისი
4. ხიხვი
5. ვარდისფერი მუსკატი
6. საფერავი
7. კაბერნე სოვინიონი
8. ბუდეშური
9. ოცხანური საფერე

მიწის ნაკვეთების შეძენა და ვენახების გაშენება ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სპეციალისტთა ხელშეწყობით და კონსულტირებით.



პრიორიტეტები:

1. მიწის ნაკვეთების ფასეულობა მეღვინეობის თვალსაზრისით:
ა) ნიადაგი
ბ) გეოგრაფიული მდებარეობა.

2. კლიმატური პარამეტრები:
ა) ტემპერატურის რეჟიმი
ბ) ატმოსფერული ნალექების რაოდენობა
გ) გვალვების პერიოდის ხანგრძლივობის სტატისტიკა
დ) სეტყვის ვადები და ინტენსიურობა
ე) ქარების სიძლიერე და რაოდენობა