კომპანიის შესახებ
საქართველოს მეღვინეობა - მევენახეობის ძირძველ რაიონში, კახეთში, არსებობს ადგილი ქინძმარაული, რომელიც გახდა ცნობილი ქართული ღვინის სახელწოდების საფუძველი. ის მდებარეობს კავკასიონის მთების  ძირში ალაზნის ველზე, რამელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი და კლიმატური პირობებით. სწორედ აქედან, სიმბოლურ 2000 წელს, იწყება ჩვენი, – კომპანია "ქინძმარაულის მარანის” ისტორია.
თავიდანვე, კომპანიას ჰქონდა შერჩეული განვითარების ისეთი სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა მთელი ტექნოლოგიური პროცესის (ვაზის თესლიდან-ღვინომდე) სრული კონროლის ქვეშ მოქცევას. კერძოდ, საწყის ეტაპზე იგეგმებოდა მიწის ნაკვეთების შესყიდვა, ქართული ყურძნის საუკეთესო ჯიშების ვენახების გასაშენებლად. ამ  პროექტის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა  მიწის შესყიდვა ყოფილ "ქინძმარაული”-ს მეურნეობაში, რამაც თავიდანვე მიანიჭა კომპანიას ერთერთი საუკეთესო ღვინის, "ქინძმარაული”-ს წარმოებისა და ჩამოსხმის უფლება.  შემდეგში კომპანიის ვენახების აქტივი გაფართოვდა თავისი კლიმატური და ნიადაგობრივი მახასიათებლებით კახეთში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მიკრორაიონში, ყვარელში, სადაც  მდებარეობს ქინძმარაულის საბაზისო მიკროზონა. მანავის, მუკუზანის, წინანდლის ჩამოსასხმელად უფლების მოსაპოვებლად, კომპანიამ შეიძინა ღვინოების სახელწოდებების შესაბამისი მიწის ნაკვეთები კახეთის მიკროზონებში. ამჟამად კომპანია ფლობს დაახლოებით 500 ჰექტარ მიწას, საიდანაც 435 ჰექტარი გამოყოფილია ვენახისათვის, დაახლოებით 40 ჰექტარი კი განკუთვნილია კომუნიკაციებისა და ქარხნისათვის.

იმავდროულად, 2003 წელს, კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ღვინის ქარხნის მშენებლობას და დაასრულა აღნიშნული პროექტი 2005 წლის ბოლოს. ამჟამად ქარხანა აღჭურვილია არა მარტო უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით, არამედ თავისი დიზაინით იწვევს მრავალი სპეციალისტის აღფრთოვანებას. ქარხანაში არის ლაბორატორია, რომელიც როგორც ღვინის, ასევე ყურძნის, წვენის და წყლის ნებისმიერი აუცილებელი ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა (ქიმიური, მიკრობიოლოგიური). ქარხანა აღჭურვილია ასევე მაღალხარისხოვანი ფრანგული მუხის კასრებით, საერთო ტევადობით 15000 დეკალიტი, სადაც ხდება ელიტარული ქართული წითელი ღვინოების დაძველება და საწარმოო სიმძლავრე _ 5 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება.
ამგვარად, ხუთწლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ 2005 წელს, კომპანიამ პირველად გადასამუშავებლად მიიღო თავისი ყურძენი და აწარმოა 70000 დეკალიტრი მაღალხარისხიანი პროდუქცია. "ქინძმარაულის მარანის” ასორტიმენტში ამჟამად 22 მარკის მაღალხარისხოვანი ღვინოა, რომელთაგან სამი: წითელი მშრალი "კახური სამეფო”, თეთრი მშრალი “კახური სამეფო” და წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი “ქინძმარაული ორიგინალი” წარმოადგენენ ჩვენი კომპანიის ექსკლუზიურ ბრენდებს. მათი წარმოების ტექნოლოგია შემუშავებულია ჩვენი კომპანიის მიერ  ყურძნის უძველესი კახური ჯიშებისა და მეღვინეობის ევროპული და კახური ტრადიციების გამოყენებით. ამ პროდუქტებზე ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცებულია სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტო" - ს მიერ.
კომპანია მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო კონკურსში მიღებული აქვს ორი "გრან პრი" და სხვადასხვა ჯილდოები