თანამედროვე მეღვინეობა - ეს არის მრეწველობის მძლავრი დარგი, რომელიც ეყრდნობა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევებს.
მიწის ნაკვეთების შეძენა და ვენახების გაშენება ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სპეციალისტთა ხელშეწყობით და კონსულტირებით.
მევენახეობის ძირძველ რაიონში, კახეთში, არსებობს ადგილი ქინძმარაული, რომელიც გახდა ცნობილი ქართული ღვინის სახელწოდების საფუძველი.