Khikhvi (ხიხვი)
გამოყენებული ჯიშები:ხიხივი
ალკოჰოლი:11.5%
ვენახები:ყვარელი
მხარე: კახეთი


ხიხვი დამზადებულია კახეთში, წარმოებულია ხიხვის ყურძნის ჯიშისაგან. ძველი ქართული ყურძნის ეს ჯიში განთქმულია თავისი მაღალხარისხოვნებით. არის ჩალის ფერი ოდნავ მომწვანო ელფერით. ბუკეტში გამოხატულია ატმის, გარგარის, ნესვის, ციტრუსის, ლიმნისა და ფორთოხლის კანის არომატი. დამახასიათებელია ჰარმონიული, რბილი და სასიამოვნო გემო.